En

ვიქტორ სუკიასოვის შესახებ
(1930-2017)

ვიქტორ სუკიასოვმა, რომელსაც ბიძამისმა 16 წლის ასაკში გადაღება ასწავლა, თბილისის ზოოპარკში ნახევარი საუკუნე იმუშავა. თავის იმპროვიზირებულ ქუჩის სტუდიაში ის პატარა ფარდულში, სადაც ზაფხულობით თვლემაც კი უყვარდა, კონტაქტური ბეჭდვის მეთოდის გამოყენებით ბავშვებს შავ-თეთრ სურათებს უღებდა.

ვიქტორის ოჯახური და პროფესიული ცხოვრება ერთმანეთში გადახლართული იყო. მას შეეძლო საკუთარი ოჯახი თბილისის გარეთ გაეყვანა და თან წაეღო ცნობილი პაპიე-მაშეს ცხენიც, დაედგა ის მანგლისის ან წაღვერის პარკში და ასე გაეგრძელებინა მუშაობა.

ვიქტორმა უნებლიედ თბილისის რამდენიმე თაობას დაამახსოვრა თავი იმით, რომ ერთსა და იმავე ცხენს, ერთსა და იმავე ადგილას ათწლეულების მანძილზე უღებდა სურათს. ფოტოსურათების შემხედვარე ადვილად მისახვედრია, თუ ვინ პოზირებდა ვიქტორის კამერის წინ. მან კოლექტიური მეხსიერებისთვის დროის მანქანა შექმნა. ადამიანები საკუთარ, მშობლების ან სულაც ახლობლების სურათებს უყურებენ და ივსებიან ბავშვობის ემოციებით.