En

„ახლა ჩიტი გამოფრინდება“

„ზოოპარკის ცხენი“ - ასე ჰქვია ციფრულ არქივს, რომელიც თბილისის ზოოპარკში ბავშვობის ეფემერულ სიმბოლოდ ქცეულ ცნობილ პაპიე-მაშეს ცხენს ეძღვნება. ფოტოგრაფი ვიქტორ სუკიასოვი, რომელსაც ამ ცხენთან ბავშვების აღურიცხავი სურათი აქვს გადაღებული, ზოოპარკში ნახევარი საუკუნე მუშაობდა, მაგრამ 2013 წელს, როცა ბაზარზე ახალი შესაძლებლობების მქონე ფოტოაპარატები გამოჩნდა, იძულებული გახდა ზოოპარკი დაეტოვებინა.


სამწუხაროდ, ფოტოგრაფის არქივს ჩვენამდე არ მოუღწევია, მათ შორის მის ათასობით, შესაძლოა ათი ათასობით სურათს. ბავშვების პორტრეტებს, რომლებიც მას 1960 – 2013 წლებში აქვს გადაღებული, მხოლოდ მათი ოჯახების ალბომებში თუ გადააწყდებით.


თქვენ თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ციფრული არქივი ან ატვირთოთ თქვენივე ფოტო.

ციფრული არქივის პროექტის შესახებ

პროექტი ციფრული არქივი შეიქმნა VijaSkangale-თან და ალექსანდრე სუკიასოვთან თანამშრომლობით. უკანასკნელმა ვიქტორ სუკიასოვის შემოქმედება შეაგროვა და ციფრულ ფორმატში გადაიტანა. ამას მოყვება არტ-პროექტი თბილისის ზოოპარკში (ინფორმაცია პროქეტის შესახებ მალე იქნება ხელმისაწვდომი).

პრესა პროექტის შესახებ

ფოტოს ატვირთვა

შეცდომა !!!
შეცდომა !!!
ფოტო
შეცდომა !!!